ბრაზილიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 ადამიანი ემსხვერპლა. სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც 53 მგზავრი გადაჰყავდა, გზიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მგზავრების უმრავლესობა ტურისტი იყო. ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი