სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პიტერ სტანო: Sputnik-სა და Russia Today-ს რუსეთი კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებს

ევროგაერთიანების საგარეო ურთიერთობების სპიკერმა, პიტერ სტანომ „ამერიკის ხმასთან“ ის მედია საშუალებები დაასახელა, რომელსაც რუსეთი კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის და ფეიკ ნიუსების გავრცელებისთვის იყენებს.

„ეს არის Sputnik-ისა და Russia Today-ს სხვადასხვაენოვანი ვერსიები. ასევე ვებგვერდები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც შეთქმულების თეორიაში მონაწილეობენ და ფეიკ ნიუსებს და დეზინფორმციას ავრცელებენ. ეს რესურსები აუცილებლად უკავშირდება რუსეთს და ხდება კონტენტის „გამოკვება“, - აცხადებს სტანო.

მისი თქმით, რუსეთი კორონავირუსზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყველა საინფორმაციო წყაროს იყენებს. მათ შორის სოციალურ ქსელს, მუშაობს სხვადასხვა დონეზე და მოსახლეობის სამიზნე ჯგუფებზე და იყენებს ყველა მეთოდს.

ევროგაერთიანების საგარეო ურთიერთობების სპიკერი საზოგადოებას აფრთხილებს, კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მუდმივად გადაამოწმოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100