29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - სურვილის მიღწევაში დიდი ენერგია გჭირდებათ. მიღებული შედეგი, რა თქმა უნდა, ამ ძალისხმევად ღირს. გახსოვდეთ, თქვენი მოუცლელობა ოჯახის წევრების უკმაყოფილებას გამოიწვევს.
კურო - დღის განმავლობაში თქვენი პრინციპულობა გაიზრდება როგორც სასიყვარულო ურთიერთობაში, ასევე სამსახურში. კარგი იქნება, თუ დამატებითი შემოსავლის წყაროს მოიძიებთ.
ტყუპები - თუ დღის განმავლობაში თქვენი გეგმა არ განხორციელდება, იმედს ნუ დაკარგავთ, საღამოს ყველაფერი ისე იქნება როგორც გინდოდათ. ნუ დაივიწყებთ სწორი კვების პრინციპს.
კირჩხიბი - დღეს თავს ზედმეტად ენერგიულად იგრძნობთ. თქვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს თავს თუ აარიდებთ, ამით მხოლოდ პრობლემების რიცხვი გაიზრდება.
ლომი - ნუ მიმართავთ მკურნალობის თქვენეულ მეთოდს, ეს ჯანმრთელობის გაუარესებას გამოიწვევს. ეცადეთ დღეს თავი ზედმეტად არ დაიტვირთოთ. წინ ემოცირად დატვირთული საღამო გელოდებათ.
ქალწული - დღეს, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს, პასუხისმგებლობის გრძნობა მოიმატებს. პრაქტიკული ცოდნის გაუმჯობესების საშუალება მოგეცემათ. კარგი დღეა რომანტიული შეხვედრებისათვის.
სასწორი - თქვენი კარიერული წინსვლის შანსები გაიზრდება. დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმის შესრულება მოგიწევთ.
მორიელი - თუ დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად შეასრულებთ, შედეგიც არ დააყოვნებს, ეს შეიძლება ფინანსური ანაზღაურება იყოს. ნუ ენდობით ყველა გარშემომყოფს
მშვილდოსანი - დღეს მთელი დრო სამუშაოს მიუძღვენით, გართობაზე ფიქრს თავი დაანებეთ. კარგი დროა უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტისათვის. ცვალებადმა ხასიათმა, შესაძლოა, სერიოზულ კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.
თხის რქა - დღე ჩვეულებრივი, რუტინული გეგმით განვითარდება - სამსახური, საქმე, არავითარი გართობა. საღამოს კი სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. მეორე ნახევართან ურთიერთობაში დამაჯერებლად და მიზანმიმართულად იმოქმედეთ.
მერწყული - უმოქმედობის დრო არაა. ნუ გადადებთ საქმეებს სამომავლოდ. გამოხატეთ თანაგრძნობა მეგობრების მიმართ და აქტიურ მხარდაჭერას მათგანაც მიიღებთ.
თევზები - დღეს ემოციების კონტროლი გმართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაციას არასწორად შეაფასებთ და მცდარ დასკვნებს გააკეთებთ.
კომენტარი