უხანში ორსული კატა 40 დღის განმავლობაში მარტო იყო სახლში გამოკეტილი - ლე-ლემ აკვარიუმში თევზები შეჭამა და კნუტებიც გააჩინა
ჩინეთის ქალაქ უხანის მკვიდრი მისი კატის გმირობაზე საუბრობს და ამბობს, რომ თითქმის 40 დღის განმავლობაში კატა სახლიდან არ გამოსულა, იქ სრულიად მარტო ცხოვრობდა, შეჭამა აკვარიუმის თევზები და კნუტებიც გააჩინა.
მეპატრონე ამბობს, რომ მისი მთელი ოჯახი კორონავირუსით იყო დაავადებული, ამიტომაც საავადმყოფოშ მოუწიათ ყოფნა ამ ხნის განმავლობაში, სწორედ ამიტომ მოუწია კატას სახლში მარტო დარჩენა და თვითგადარჩენისათვის ბრძოლა.
უჰანის მკვიდრი ამბობს, რომ საავადმყოფოში წასვლამდე მან დახურა ყველა ფანჯარა და კარები ბინაში, აივნის გარდა, და კატისათვის ორი ღია საკვების ტომარა დატოვა. ასევე აკვარიუმი თევზითა და კუებით, ასევე იყო წყალი, რომელსაც ლე-ლე სვამდა. მეპატრონემ არ სთხოვა მეზობელს, რომ მისი კატისთვის მიეხედა, რადგან ჩათვალა, რომ ამ მოკლე ხანში ისინიც დაიმფიცირდნებოდნენ და ორსულ ლე-ლეს გადასდებდნენ ვირუსს.
ჩვენი ოჯახიდან პირველი ადამიანი საავადმყოფოდან რომ გაწერეს და სახლში დაბრუნდა მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც სახლში ლელ-ლე 4 კნუტთან ერთად ნახა. მართალია, აკვარიუმში თევზი აღარ იყო, მაგრამ კუები წარმატებით გადაურჩნენ ჩვენი სახლის გმირ ბინადარს.
კომენტარი