სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ კოვიდით ინფიცირებულის კონტაქტში მყოფი პირი ხართ, იზოლაცია აღარ მოგიწევთ - რა წერია მთავრობის ახალ დადგენილებაში

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბი იზო­ლა­ცი­ას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც 27 სექ­ტემ­ბრით თა­რიღ­დე­ბა. რო­გორც დად­გე­ნი­ლე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტში მყოფ პი­რებს ეძ­ლე­ვათ ნიღ­ბის მოხ­მა­რე­ბის მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცია. "COVID-19-ით და­ა­ვა­დე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან იზო­ლა­ცი­ას, ამას­თან, ეძ­ლე­ვათ ნიღ­ბის მოხ­მა­რე­ბის მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცია მა­ღა­ლი რის­კის კონ­ტაქ­ტის შე­წყვე­ტი­დან მომ­დევ­ნო 10 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში (მათ შო­რის, და­ბა­ლი რის­კის გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რი­სას, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, სა­ცხოვ­რის­ში, თა­ვის არი­დე­ბა ისე­თი ად­გი­ლე­ბის­გან, სა­დაც ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ: სა­ზკ­ვე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და ა.შ“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა­ში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100