სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კუთხლივ სახეხი (ბარგალკა)

ჰოლსტი არის ონლაინ ჰიპერმარკეტი, რომელიც საუკეთესო პროდუქციას გთავაზობთ. ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები.

Holst.ge-ზე კუთხლივ სახეხების (ბარგალკების) გარდა შეიძენთ ბევრ სხვადასხვა სარემონტო, სამშენებლო ხელსაწყოებს და მრავალ სხვა საყოფაცხოვრებო და თქვენთვის საჭირო ნივთს.

ბარგალკა უნივერსალური და მრავალფუნქციური ელექტრო ხელსაწყოა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.

კუთხლივ სახეხის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ წონას, სიმძლავრეს და აღჭურვილობის მაქსიმალურ ზომას. პროფესიონალური ბარგალკების შეძენისას ყურადღება გაამახვილეთ მის ფუნქციურ მახასიათებლებზე, რათა ის მაქსიმალურად დაგეხმაროთ თქვენი სამუშაოს შესრულებაში.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო კუთხლივ სახეხი (ბარგალკა)?

პირველ რიგში კუთხლივ სახეხის შეძენამდე აუცილებელია განსაზღვროთ თუ რა სამუშაოებისათვის გესაჭიროებათ მოწყობილობა, პროფესიული საქმიანობისთვის ანუ ინტენსიურად, თუ საოჯახო საქმეებისთვის, იშვიათად გამოსაყენებლად. ამის განსაზღვრა დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

აგრეთვე უნდა გაითვალისწინოთ:

ძალა

მშენებლები ყიდულობენ მძლავრ მოწყობილობებს, რომელიც მინიმუმ 2000 ვატს მოიხმარს.

თუ თქვენი მიზანია ხელსაწყო სარემონტო სამუშაოებისათვის გამოიყენოთ 1400 ვატიანი ხელსაწყო გამოგადგებათ.

ყოველდღიური სამუშაოსთვის 1000 ვატიანი კუთხლივ სახეხი (ბარგალკა) დაგეხმარებათ.

600-800 ვატიანი ბარგალკა შეგიძლიათ შეიძინოთ იშვიათი გამოყენებისთვის.

წონა - რაც უფრო მსუბუქია ხელსაწყო მით უფრო კომფორტულია მუშაობა. მსუბუქი კუთხლივ სახეხის წონა საშუალოდ 2კგ-ია. თუმცა პროფესიონალური ბარგალკების წონა 5-6 კგ-მდე მერყეობს.

დისკის ზომა - ეს ერთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქმის საუკეთესო შესრულებისათვის, კუთლივ სახეხის დისკების დიამეტრი მერყეობს 70-დან 230-მდე. ჭრის სიღრმე სწორედ ამ კონკრეტულ პარამეტრზეა დამოკიდებული

ანტი ვიბრაციის სისტემაც მეტად მნიშვნელოვანია კუთხლივ სახეხის გამოყენებისას, რადგან მოწყობილობის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ იწყება ვიბრაცია, ასე რომ აუცილებელია კუთხლივ სახეხის სახელურში ანტი ვიბრაციული სისტემა იყოს ჩაშენებული.

DEWALT არის მსოფლიოში ლიდერი ბრენდი, რომელიც საუკეთესო ხარისხის სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოებს აწარმოებს. წარმოგიდგენთ მოცემული ბრედის კუთხლივ სახეხს. ეს კონკრეტული ხელსაწყო განკუთვნილია ყოველდღიური სამუშაოსათვის, მოწყობილობა იწონის 2.2 კგ, წონის მიხედვით ის ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია, მისი ხანგრძლივი გამოყენებისას ხელი არ დაგეღლებათ. დისკის ბრუნვის სიჩქარე არის 11 000min, ამ მოწყობილობის სიმძლავრე კი არის 1010V.

Crown-ის მოცემული (ბარგალკა) განკუთვნილია იშვიათად გამოყენებისათვის, ხელსაწყო არის 2.18 კგ. მოწყობილობის სიმძლავრე არის 900 ვოლტი, ხოლო დისკის ბრუნვის სიჩქარე 11000. ეს კომპაქტური და მოსახერხებელი ხელსაწყო დიდ დახმარებას გაგიწევთ საყოფაცხოვრებო სამუშაოების შესრულების დროს.

Holst.ge არის ონლაინ ჰიპერმარკეტი, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, მაღალი ხარისხის სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100