შესაძლოა იყოთ კოვიდდადებითი და ტესტმა უარყოფითი აჩვენოს - აი, რას გვაფრთხილებს ექიმი
ექიმი სოფიო ბერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.
მისი თქმით, შესაძლოა კორონავირუსის არასწორმა ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენოს, თუმცა ადამიანი რეალურად ინფიცირებული იყოს, ამიტომ აუცილებელია კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში თვითიზოლაციაში გადავიდეს.
„ცხვირ-ხახიდან ნიმუშის აღების ტექნიკა SARS-CoV-2 დიაგნოსტირებისთვის:
როგორც ხედავთ, საკმაოდ რთულად შესასრულებელი პროცედურაა, თითოეულ ნესტოში ჩხირის ტრიალი უნდა გაგრძელდეს 15 წამი.
თუ ტექნიკა დარღვეულია ან ვერ სრულდება, იზრდება ცრუ, უარყოფითი შედეგის შანსი, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა იყოთ დაავადებული და ტესტმა უარყოფითი აჩვენოს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და მოგიწოდებთ!
ქვეყანაზე ვერც ერთი ტესტი და კვლევა ვერ ცვლის კლინიკური სურათის, ანუ ადამიანის სიმპტომებზე დაკვირვებისა და აქედან დასკვნის გამოტანის მნიშვნელობას!
თუ გაქვთ დამახასიათებელი სიმპტომები, უარყოფითი ტესტის მიუხედავად დარჩით იზოლაციაში და მიყევით კოვიდ-რეკომენდაციებს“,- წერს ექიმი.
კომენტარი