სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთში აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელ ვანგ იანძის შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.

საქართველოს დელეგაცია, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, პირველი იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებიდან, რომელმაც ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს „ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელის“ პროექტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ მასში მონაწილე კონკრეტული სახელმწიფოების, არამედ გლობალური მასშტაბით. მისი განხორციელება გაამარტივებს ტვირთების გადაადგილებას პროექტის მონაწილე ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, ასევე სავაჭრო–ეკონომიკურ კავშირებს, მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს პროექტის მონაწილე ქვეყნების განვითარებას

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100