სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის შურისძიება, რომელშიც ფულს იხდის - ხაზარაძის დასკვნითი სიტყვა სააპელაციო სასამართლოში

საპელაციო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესზე თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ოლიგარქი პირად შურისძიებაში კიდევ ერთხელ საჯაროდ ამხილა. მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულს მათ გაშავებაში იხდის.

"ლელოს" ლიდერმა ასევე შურისძიების მოტივიც განმარტა და თქვა, რომ ივანიშვილმა ის მიზანში ანაკლიის პორტის მშენებლობის გამო ამოიღო.

ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. კერძოდ, ეს საქმე დაიწყო მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა ჩემთან შეხვედრის დროს განმიცხადა, რომ ანაკლიის პორტი არ უნდა აშენდეს. ეს იყო 2017 წელი, რამდენიმე შეხვედრა იყო. ასევე, ცნობილი ფრაზა, რომ ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაში და ა.შ. მე, რა თქმა უნდა, იმ დროს ბატონი ბიძინა ივანიშვილი არც პარტიის თავმჯდომარე იყო, არ გახლდათ პრემიერ-მინისტრი, უბრალოდ, ჩვეულებრივი მოქალაქე იყო და ბუნებრივია, მისი ეს თხოვნა მე არ დავაკმაყოფილე და გავაგრძელეთ მშენებლობა. 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის ივლისამდე ჩვენ ვიყავით მოწმეები. ამ ხნის განმავლობაში, თქვენ შეგძლიათ ამოიღოთ, 3 ბრიფინგი ჩაატარა ქალბატონმა პროკურორმა ჩენი გვარების ხსენებით და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კონტექსტში. ამოცანა რა იყო? ამოცანა იყო ანაკლიის გაჩერება დ ამოაცანა იყო, რომ ვინმეს დაბრალებოდა ეს ამოცანა. ხელისუფლება, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილი ვერ იტყოდა, რომ მის ინტერესში არ არის ანაკლიის აშენება.ყველაზე კარგი ოგიექტი ვიყავი მე და ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც ჰქონდა ყველა ფულად რესურსზე ხელიმმოწრილი ანაკლიისთვის და ეს გახლავთ დაახლოებით 500 მლნ დოლარი, რომლიდანაც 80 მლნ უკვე ჩადებული იყო ამ პროექტში და 400 მლნ-ზე ხელი იყო მოწერილი. გაჩერდნენ ბანკები, თქვეს, რომ სანამ გაირკვევა ეს ყველაფერი, ჩვენ ვჩერდებით, იმიტომ, რომ ვერ წავალთ წინ და ბუნებრივია. ბიძინა ივანიშვილი ფულს იხდის ჩვენს გაშავებაში, - განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100