სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვილნიუსის მერი ამ ვიდეოსთვის შნობელის პრემიით „დაჯილდოვდა“

4 ივლისს სხვადასხვა სოცქსელსა და საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ამ ვიდეორგოლის გამო ვილნიუსის მერი შნობელის პრემიით დაჯილდოვდა. ეს „პატივი“ მან იმით დაიმსახურა, რომ ვილნიუსში მანქანების არასწორი პარკირების წინააღმდეგ გაილაშქრა და სპეციალური ვიდეორგოლი დაამზადა, სადაც აღწერილია, როგორ გადაურა ჯავშანტრანსპორტიორზე ამხედრებულმა ჩინოვნიკმა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, რომელიც არასწორად იყო გაჩერებული.

ჯავშანტრანსპორტიორმა, ბორტზე მომღიმარი ქალაქის თავით, მოულოდნელად, ტროტუართან გაჩერებული მსუბუქი მანქანებისკენ აიღო გეზი, ერთ–ერთ მათგანს, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას გადაურა და დატკეპნა. როგორც უკვე ვთქვით, ამ ქმედებას თან ახლდა ვილნიუსის მერის მომხიბვლელი ღიმილი, თუმცა, სანახაობის შემსწრე ადგილობრივ მცხოვრებლებს არათუ არ გაღიმებიათ, რამდენიმე მათგანი ცუდადაც კი გახდა.

ვილნიუსის მერის ვებ–გვერდზე ისიც იყო განმარტებული, რომ ვიდეორგოლი ინსცენირება, ხოლო მანქანა, რომელსაც მერმა ჯავშანტრანსპორტიორით გადაურა, საგანგებოდ ამ სცენის გადასაღებად დამზადებული „მერსედესის“ მაკეტი იყო. ვიდეორგოლის ბოლოს ვილნიუსის მერი საკუთარი ხელით ჰგვის გადაღების შედეგად დანაგვიანებულ ქუჩას.

რაც შეეხება შნობელის, იგივე ანტინობელის პრემიას (ინგლ.Ig Nobel Prize), იგი საერთაშორისო ნობელის პრემიის პაროდიაა. "პრესტიჟული" პრემიის ლაურეატები არიან ადამიანები, რომელთა მიღწევები ჯერ გაგაცინებთ, შემდეგ კი დაგაფიქრებთ (first make people laugh, and then make them think).

შნობელის პრემიებით დაჯილდოვება ხდება ზუსტად იმ დროს, როდესაც ნამდვილი ნობელის პრემიის დაჯილდოვება მიმდინარეობს. დაჯილდოვების ცერემონიალი ჰარვარდში ტარდება. შნობელის პრემიის დამაარსებელია მარკ აბრაჰამი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100