სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელისუფლების უუნარობა, რომელიც 7 ათასზე მეტი ადამიანის ყოფას გაუსაძლისს ხდის - რა ხდება მარტყოფში?

მარტყოფი - სიდიდით მესამე სოფელი საქართველოში. 2002 წლის მონაცემებით მარტყოფში 7665 ადამიანი ცხოვრობს.

სოფელი, რომლის უდიდეს ნაწილსაც არ აქვს წყალი. მიუხედავად გარდაბნის რაიონის გამგებლის, კალაძის ფავორიტ ჯამარაულის დაპირებისა, მარტყოფში წლის პრობლემა არ მოგვარებულა.

მარტყოფში, თუნდაც დასაველად უვარგისი წლის მოსვლა სასწაულთანაა გათანაბრებული, თუმცა, ეს სასწაული იქ იშვიათად ხდება. მარტყოფელთა ნაწილი თავს ხელისუფლებისგან გადაგდებულად გრძნობს და ამბობს რომ მთავრობას მათი პრობლემა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება.

"აი, გამგებლის არჩევნები რომ იყო, მაშინ გვითხრეს წყლის საკითხს გადავჭრითო. ჯამარაული პირობას დებდა რომ წყლის პრობლემას მალევე მოაგვარებდა, თუმცა მოგვატყუა.

ამიტომ, მაგათი უკვე აღარ გვჯერა. წესით, 4 დღეში ერთხელ მაინც უნდა გამოუშვან წყალი ერთი საათით მაინც, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ. ხოლო თუ სასწაული მოხდა და წყალი გამოუშვეს, მისი დალევა შეუძლებელია - ყარს", - ასეთია მარტყოფელთა დიდი ნაწილის პოზიცია.


გარდაბნის გამგეობაში კი აცხადებენ რომ რაიონში ყველა სოფელი ერთნაირად პრიორიტეტულია და ამიტომ, "გამგებელი მარტო მარტყოფის პრობლემაზე ვერ გადაერთვება".

როგორც ჩანს, ბატონ ჯამარაულს სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს, ვიდრე 7665 ადამიანისთვის ნომერ პირველი პრობლების მოგვარებაა. პრობლების, რომელიც მათ ყოველდღიურობას გაუსაძლისს ხდის.

ქვეყანაში, სადაც 26 ათასზე მეტი მდინარეა, 21-ე საუკუნეში, საქართველოს სიდიდით მესამე სოფელში, წყალზე ოცნებობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100