სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. როგორც ირკვევა, მცირეწლოვანი სტაციონარში ფილტვების ანთების დიაგნოზით გადიოდა მკურნალობას და გადმოვარდნის მომენტში მასთან პალატაში ბავშვის დედაც იმყოფებოდა. პატარას კიდურების მოტეხილობა და ტვინის დაზიანება აქვს მიღებული. ამ დროისთვის სახელმწიფო რეფერალის მანქანას პაციენტი იაშვილში გადაჰყავს, სადაც ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების გუნდი უკვე მობილიზებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100