
მაიამიში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა
მაიამიში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20-დან 25-მდე კი დაშავდა. ABC News-ის ინფორმაციით, 3 შეიარაღებული ადამიანი მანქანიდან გადმოვიდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა.
შემთხვევა ღამით დაახლოებით 01:00 საათზე იმ ადგილზე მოხდა, რომელიც კონცერტისთვის ქირავდებოდა. ამის შესახებ მაიამის პოლიციის დირექტორმა დღეს დილას განაცხადა.
ყველა დაშავებული სამკურნალოდ ახლომდებარე საავადმყოფოებშია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
კომენტარი