
ქაბულში თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.
ავღანეთის შსს-ს ინფორმაციით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში 23 ჭურვი ჩავარდა.
ერთ-ერთი ჭურვი ირანის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
კომენტარი