
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5068 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5068 ადამიანს დაუდასტურდა, 2 336 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 152 704-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 24 349-ს შეადგენს, მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
კომენტარი