
თიკო მოსემღვდლიშვილი ორსულადაა - ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
მომღერალი და მსახიობი თიკო მოსემღვდლიშვილი ორსულადაა - მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ფოტო დადო, სადაც მუცელი უკვე წამოზრდილი აქვს და მილოცვებსაც იღებს ახლობელი ადამიანებისგან.
თიკო მოსემღვდლიშვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა საყვარელ მამაკაცზე - ეს მისთვის მეორე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან მომღერალს ერთი ვაჟი ჰყავს.
დრონი.ჯი ულოცავს ნიჭიერ და ულამაზეს მსახიობს ამ სასიხარულო ამბავს და წარმატებას უსურვებს წყვილს.
კომენტარი