
საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 779 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 959 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 347 762 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 331 680, გარდაიცვალა 4 876 პაციენტი.
კომენტარი