
რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
"დაახლოებით დილის 7 საათზე, ქალაქ ბახმუტის დაბომბვის შედეგად, 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ განადგურდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები 08:00 საათზე დასრულდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 1 ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, კიდევ ერთი გარდაცვლილი იყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
Unian-ის ცნობით, უკრაინელი სამხედროები მტკიცედ იგერიებენ რუსი დამპყრობლების თავდასხმებს რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, მტრის თავდასხმა წარუმატებელი იყო ვერხნოკამიანსკის მხარეში. ბახმუტის მიმართულებით სემიჰირიასა და კოდემას რაიონებში ბრძოლა გრძელდება.
კომენტარი