
საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტესტირების შედეგად საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.
კომენტარი