
გომთან მომხდარი ავარიისას ათამდე ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე - სოფელ გომთან მომხდარი ავარიისას ათამდე ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს ბათუმის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
რამდენიმე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
კომენტარი