
"დინამოს" სტადიონთან ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
"დინამოს" სტადიონთან, ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ერთი ქალი მძიმე მდგომარეობაში გადაყვანილია სტაციონარში. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
"დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.
კომენტარი