სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ დიეტის შემდეგ თქვენ თვეში 25 კილოგრამს დაიკლებთ

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ამ დიეტის ეფექტურობაში, აუცილებლად აიწონეთ და მოინიშნეთ, რამდენი კილოგრამი ხართ დიეტის დაწყების დღეს. ეს დიეტა ორგანიზმის ქიმიურ რეაქციაზეა აგებული, ამიტომ დადგენილი ინგრედიენტების შეცვლა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

პირველი კვირა:

ყოველდღიური საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. ორშაბათი: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. სადილი: ნებისმიერი სახის ხილი (შეგიძლიათ აირჩიოთ სეზონურად), ვახშამი: მოხარშული მჭლე ხორცი (ნებისმიერი,ცხვრის ხორცის გარდა).

სამშაბათი: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. სადილი: მოხარშული ან შემწვარი კანგაცლილი ქათამი, ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, სალათი (კიტრი, სალათს ფოთოლი, პომიდორი, წიწაკა, სტაფილო). 1 ნაჭერი გახუხული ტოსტი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

ოთხშაბათი: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. სადილი: ნებისმიერი თეთრი, ცხიმგაცლილი ყველი (მიირთვით რამდენიც გსურთ). 1 ნაჭერი გახუხული პური, პომიდორი ვახშამი: მოხარშული ხორცი.

ხუთშაბათი: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. სადილი: ნებისმიერი სახის ხილი (შეგიძლიათ აირჩიოთ სეზონურად), ვახშამი: მოხარშული ხორცი; სალათის ფოთოლი.

პარასკევი: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, მოხარშული ან მოშუშული ბოსტნეული (ყაბახი, სტაფილო, ბარდა ან ლობიო). ვახშამი: შემწვარი თევზი (კრევეტკა), სალათის ფოთოლი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

შაბათი: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. სადილი: ნებისმიერი სახის ხილი (შეგიძლიათ აირჩიოთ სეზონურად), ვახშამი: შემწვარი ხორცი; სალათი (კიტრი, სალათს ფოთოლი, პომიდორი, წიწაკა, სტაფილო).

კვირა: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი.

სადილი: მოხარშული ან მოშუშული კანგაცლილი ქათამი, პომიდორი, მოხარშული ან მოთუშული ბოსტნეული, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი. ვახშამი: მოხარშული ან მოთუშული ბოსტნეული.

მეორე კვირა

ორშაბათი: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, სალათი (კიტრი, სალათს ფოთოლი, პომიდორი, წიწაკა, სტაფილო). ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

სამშაბათი: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. სადილი: შემწვარი უცხიმო ხორცი, (ცხვრის ხორცის გარდა), სალათის ფოთოლი. ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

ოთხშაბათი: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. სადილი: მოხარშული ხორცი, კიტრი. ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

ხუთშაბათი: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი; ნებისმიერი უცხიმო თეთრი ყველი (მიირთვით რამდენიც გსურთ); მოხარშული ბოსტნეული. ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი,

პარასკევი: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. სადილი: შემწვარი ან მოხარშული თევზი ან კრევეტი. ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

შაბათი: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. სადილი: შემწვარი ხორცი, პომიდორი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი. ვახშამი: ხილის ასორტი: ფორთოხალი, მანდარინი, ნესვი, ატამი, ვაშლი, შეგიძლიათ ხილის სალათის მომზადებაც.

კვირა: საუზმე: 0,5 ფორთოხალი, ან გრეიფრუტი და 1-2 მოხარშული კვერცხი. სადილი: მოხარშული ან მოთუშული ქათამი, პომიდორი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი. ვახშამი: მოხარშული ან მოთუშული ქათამი, პომიდორი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

მესამე კვირა:

ორშაბათი: მთელი დღის განმავლობაშ: ნებისმიერი სახის ხილი, ყურძნის, მანგოს, ფინიკის, ბანანის და ლეღვის გარდა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

სამშაბათი: მთელი დღის განმავლობაშ: ნებისმიერი სახის მოხარშული ბოსტნეული და სალათი კარტოფილის გარდა.

ოთხშაბათი: მთელი დღის განმავლობაში: ნებისმიერი სახის ხილი, ყურძნის, მანგოს, ფინიკის, ბანანის და ლეღვის გარდა რაოდენობა შეზღუდული არ არის; მოთუშული ან მოხარშული ბოსტნეული, სალათის ფოთოლი.

ხუთშაბათი: მთელი დღის განმავლობაში: მოხარშული ან შემწვარი თევზი ან კრევეტი. სალათს ფოთოლი ან კომბოსტო, მოხარშული ბოსტნეული.

პარასკევი: მოხარშული მჭლე ხორცი, ან კანგაცლილი ქათამი; მოხარშული ბოსტნეული (რაოდენობა შეზღუდული არ არის).

შაბათი და კვირა: 1 სახეობის ხილი, რაოდენობა და დრო შეზღუდული არ არის. მეოთხე კვირა: ქვემოთ მოცემული ინგრედიენტები გათვლილია მთელ დღეზე, საათები შეზღუდული არ არის.

ორშაბათი: 4 ნაჭერი მოხარშული ხორცი ან ნახევარი ქათამი. 3 ცალი პომიდორი. 4 ცალი კიტრი, ერთი ბანკა ტუნას თევზი უცხიმოდ. 1 ნაჭერი გახუხული პური 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

სამშაბათი: 2 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი. 3 ცალი პომიდორი. 4 ცალი კიტრი. 1 ცალი გახუხული პური. 1 ცალი ვაშლი (ან მსხალი, ან ნესვი ან საზამთრო). 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

ოთხშაბათი: 1 სუფრის კოვზი ხაჭო, ან უცხიმო თეთრი ყველი. მოხარშული ბოსტნეულის პატარა ულუფა. 2 ცალი პომიდორი. 2 ცალი კიტრი. 1 ცალი გახუხული პური. 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

ხუთშაბათი: ნახევარი მოხარშული ქათამი. 3 ცალი პომიდორი. 1 ცალი კიტრი. 1 ცალი გახუხული პური. 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი. 1 სახეობის ხილი შეუზღუდავი რაოდენობით.

პარასკევი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი. 1 სალათის ფოთოლი. 3 პომიდორი. 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

შაბათი: 2 ნაჭერი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი. 120 გრ. ხაჭო. 1 ცალი გახუხული პური. 2 ცალი პომიდორი, 2 კიტრი. 1 ქილა მაწონი. 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

კვირა: 1 სუფრის კოვზი ხაჭო. ერთი ბანკა ტუნას თევზი უცხიმოდ. მოხარშული ბოსტნეული მცირე ულუფა. 2 ცალი პომიდორი და 2 ცალი კიტრი. 1 ცალი გახუხული პური. 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიფრუტი. გაითვალისწინეთ: 1, ამ დიეტის განმავლობაში აუცილებელია 2-3 ლიტრი წყლის დალევა დღეში. 2, ბოსტნეულის მოხარშვის ან მოთუშვის დროს, არ შეიძლება სხვადასხვა საკვები დანამატი კუბიკების დამატება, თუმცა შეგიძლიათ ხარშვის დროს დაუმატოთ ცოტა მარილი, წიწაკა და სუნელები. 3, ამ დიეტის დროს არანაირი ცხიმი არ მიიღება.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100