
სამტრედიაში ქალი მოკლეს
მკვლელობა სამტრედიაში - მეზობელმა მეზობელი საკუთარ ეზოში მოკლა.
მოკლულია 72 წლის ქალი.
პენსიონერს 3 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ მეზობლებს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
დადგენილია ეჭვმიტანილის ვინაობაც, ის 36 წლის პირია.
მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.
კომენტარი