სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნათელაშვილი: "ივანიშვილისთვის საქართველო არის ბანკი, სახელად "ქართუ" (ვიდეო)

სამეგრელოში ჩასულმა ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ზუგდიდში ჩატარებულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს „უნიკალური პინგვინი ჭორვილადან“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნება“ „მდიდართა ხროვად“ მოიხსენია.

საქართველოს მთავარი ლეიბორისტის შეხვედრა ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის კულტურის სახლის დარბაზში ჩატარდა, რომელიც 500 კაცს იტევს, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ფეხზე იდგნენ. საერთო ჯამში, ნათელაშვილის მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ზუჰდიდში 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

დარბაზში მყოფები ნათელაშვილის გამოჩენას ოვაციით შეხვდნენ. ისმოდა სკანდირება: „შალვა! შალვა!“. ლეიბორისტთა ლიდერი დარწმუნებულია, რომ მისი პარტია სამეგრელოში ხმების მნიშვნელოვან რაოდენობას მოიპოვებს.

„მე იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ მაინცდამაინც ლეიბორისტული პარტიისთვის ხმის მიცემა გთხოვოთ. ჩვენ გვყავს ერთი პარტია - საქართველო და მას უნდა მივცეთ ხმა“, - აღნიშნა ნათელაშვილმა და დაამატა: „იმაში, რომ ეს „ქართული ოცნება“ არის მდიდართა ხროვა და ბანდა, დარწმუნებული ვარ. ამაში სამეგრელოსადმი ჩემი სიძეობით ვარ პასუხისმგებელი. აი, ქალი წამართვით, თუ სწორი არ აღმოვჩნდი!“.

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვეულებრივი ქურდი, გადამგდები, რომელმაც იარაღის ინდოეთში კონტრაბანდით იშოვა დიდძალი ფული, მერე კი ჩამოვიდა საქართველოში, შევარდნაძეს მისცა მისაცემი, შექმნა ბანკი, სახელად „ქართუ“ და აქ გაათეთრა ეს ფული, მერე კი აქედან გადარიცხა სხვა ბანკებში. ანუ, ივანიშვილისთვის საქართველო არის ბანკი, სახელად „ქართუ ჯგუფი“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100