სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ „ემ პე დეველოპმენტმა“ ბათუმში სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall -ი გახსნა

„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პე დეველოპმენტმა“ მორიგი სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall -ი ქ. ბათუმში გახსნა. 10,015 კვ.მ ფართობზე გაშენებული მიმზიდველი არქიტექტურისა და დიზაინის მქონე სავაჭრო ცენტრი საკუთარ სივრცეში 22 მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს. „ვისოლ ჯგუფმა“ Black Sea Mall -ის გახსნით ჯამურად 300-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა. „ემ პე დეველოპმენტი“ თბილისში უკვე რამოდენიმე სავაჭრო ცენტრს ფლობს და Black Sea Mall -ი კომერციული უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით განხორციელებული მორიგი წარმატებული პროექტია. Black Sea Mall -ის შექმნისთვის „ვისოლ ჯგუფმა“ სოლიდური ინვესტიცია განახორციელა. სავაჭრო ცენტრის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ უკვე ოთხ სავაჭრო ცენტრს ვფლობთ, სადაც ძირითადი არენდატორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - „კარფურია“. ჩვენ „კარფურთან“ ერთად საქართველოში კიდევ რამოდენიმე პროექტის განვითარებას ვგეგმავთ. ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ საერთშორისო და ადგილობრივ ბრენდს, რომლებიც სავაჭრო ცენტრებში განთავსდნენ. ჩვენ ერთად კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ, რითაც მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

Black Sea Mall -ი ფრანგული ჰიპერმარკეტ „კარფურით“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდითა“ და „დანკინ დონატსით“, ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ელიტ ელექტრონიქს“ „არაი თუმოროუ“, “ზუმერითა“ და „მობილუქსით“, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის თუ აქსესუარის მაღაზიებით „კონვერსი“, „ბატა“, „პარფოისი“, „ოვიეს ქიდსი“, „პენტი“, სამკაულების და ბავშვის სათამაშოების მაღაზიებით „დელფოსი“, „ბაკარა“, „პეპელა“, პარფიუმერული მაღაზია „ივ როშე“, საქართველოს ბანკით, „ჯი პი სის“ აფთიაქით, ტკბილეულობის ბუტიკ „ალიბაბა“, Dom Kofe, Magic Candy-თ ყოველდღიური საყიდლებისთვის, საოჯახო ნივთების კომფორტულ გარემოში შეძენისა და გართობა-დასვენებისთვის უაღრესად მომხიბვლელი სივრცეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100