სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფილიპ კირკოროვს შვილი ყოფილმა „მის უკრაინამ“ გაუჩინა

თითქმის მაშინვე, როგორც კი ტელეეთერში ცნობილმა მომღერალმა, ფილიპ კირკოროვმა განაცხადა, რომ ქალიშვილი აშშ-ში მცხოვრებმა სუროგატმა დედამ გაუჩინა, რომ რუსული მედია ახალმა, სკანდალურმა ინფორმაციამ აიკლო: ცნობილმა უკრაინელმა ტელეწამყვანმა და კირკოროვის დიდი ხნის თაყვანისმცემელმა ალექსი დივეევ-ცერკოვნიმ საიდუმლო გაამჟღავნა.

უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ კირკოროვის შვილის დედა ყოფილი „მის უკრაინა“, 25 წლის ლუდმილა ბიკმულინაა.

რეპორტიორებმა მაშინვე გაარკვიეს, რომ კონკურსის შემდეგ ლუდა ჰონკონგში ცხოვრობდა და კონტრაქტით მუშაობდა, შემდეგ კი ამერიკელს გაჰყვა ცოლად და ბავშვი გააჩინა. ექვსი თვის წინ კი კულუარებშიისევ ალაპარაკდნენ, რომ ლუდმილა ისევ ორსულად იყო და მშობიარობა ზუსტად ნოემბრის ბოლოს უწევდა.

იმის გამო, რომ პრესასთან ურთიერთობას თავს არიდებს, ბიკმულინასთან დაკავშირება ვერც ერთმა ჟურნალისტმა ვერ მოახერხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100