ახალაიასა და მერაბიშვილის საქმეები შეგნებულად ჭიანურდება, რომ პრეზიდენტმა ვერ მოასწროს მათი შეწყალება?
სოზარ სუბარი გამორიცხავს, რომ ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის საქმეები შეგნებულად ჭიანურდება იმ მზეზით, რომ პრეზიდენტმა ვერ მოასწროს მათი შეწყალება. სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი აცხადებს, რომ ამ საქმეების განხილვას დრო სჭირება.
„ზემოქმედება, რომ მოგვეხდინა რამეზე მაშინ სამი სასამართლო არ დამთავრდებოდა ორი გამამართლებელით და ერთი გამამტრუნებელით. ვერ გაჭიანმურდება იმიტომ, რომ 17-მდე ძალიანც, რომ მოვინდომოთ განაჩენი ვერ დადგება. სავარაუდოდ ეს საქმე გაგრძელდება რამდნიმე თვე მაინც“,-განაცხადა სუბარმა
მისივე თქმით პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირებიდან ბოლო ერთი თვის მანძილზე საპარიმტოში 10% დაბრუნდა, რაც იმის მიმანიშნებელია თუ რა ტიპის პატიმრებს იწყალებს სააკაშვილი.
კომენტარი