
მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბინგოლის პროვინციაში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Anadolu ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. შესაძლოა დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.
კომენტარი