სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლუკაშენკო კრემლთან გარიგებაზე მიდის

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარი კაპიტულაციის ზუსტი თანხა დაასახელა. მან განაცხადა, რომ კრემლს "დანებდება" იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან ოთხი მილიარდი დოლარის დოტაცია განხორციელდება., რომელსაც ბელორუსი 2011 წელს მიიღებს.
ვგდფბფგჰ
ლუკაშენკომ ისიც აღნიშნა, რომ თუ ეს დოტაცია ყოველწლიური იქნება, ის საერთოდ კვლავ რუსეთის კეთილისმსურველი გახდება, ამ ფულს კი ხალხს და სახელმწიფოს მოახმარს.
ვგდფბფგჰ
ლუკაშენკოს აზრით, ნავთობთან დაკავშირებული შეთანხმება რუსეთთან გააუმჯობესებს ბელორუსის ეკონომიკის პერსპექტივებს და სიტუაციას ქვეყნის სავალუტო ბაზარზე.
ვგდფბფგჰ
16 დეკემბერს პრემიერმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საერთო დოტაცია ბელორუსის ეკონომიკაში, ნავთობის და გაზის ხარჯზე, შეადგენს 5,3 მილიარდ დოლარს.
ვგდფბფგჰ
პუტინი დაპირდა ლუკაშენკოს, რომ რუსეთი მიაწვდის ბელორუსს 20-21 მილიონ ტონა ნავთობს, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა, და ბელორუსი, ტავის მხრივ, იძულებული გახდება აღარ შეისყიდოს ვენესუელისაგან ათი მილიონი ტონა ნავთი.
ვგდფბფგჰ
როგორც ჩანს, ლუკაშენკომ იძულებული გახადა კრემლი ასეთ გარიგებაზე წამოსულიყო. უკანასკნელ პერიოდში, როგორც ცნობილია, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიოერთობები გართულდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100