ივანიშვილი "უცნობის" რადიო "უცნობს" ყიდულობს
რადიოს ერთ-ერთმა მეპატრონემ, მწერალმა ბასა ჯანიკაშვილმა განაცხადა, რომ რადიო "უცნობი" მზად არის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ ჯანიკაშვილმა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"კეკლუცობას არ ვაპირებ, "უცნობს" აქვს ფინანსური პრობლემები. აქედან გამომდინარე, დებულებები, რაც ივანიშვილის მეორე წერილშია ნათქვამი, მისაღებია“, - აღნიშნა ჯანიკაშვილმა.
ბასა ჯანიკაშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ჯგუფის წევრიც გახდა. "ჯეონიუსის" ინფორმაციით, რადიო "უცნობი" ბიძინა ივანიშვილის საკუთრება გახდება უახლოეს დღეებში. "უცნობის" დამაარსებელი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი (უცნობი) გაჩეჩილაძეა.
კომენტარი