საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 594 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 229 763-ს მიაღწია. - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 222 405-მდე.
გარდაიცვალა 25 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა.
კომენტარი