სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ ასეთი ტოლერანტულია ამერიკა, რატომ დააპატიმრეს ეს ლამაზმანი? არ მესმის!

რუსი იუმორისტი პაველ ვოლია, საკუთარი სოლო „სთენადაფის“ დროს ლგბტ საზოგადოებისა და მათ მიმართ ტოლერანტობის თემას შეეხო. გეების მიმართ რუსების არატოლერანტულობა იმ ფაქტით ახსნა, რომ რუსული საზოგადოება მზად არ არის მსგავსი ცვილებებისთვის. ამერიკის ტოლერანტობა კი ვოლიასთვის გაუგებარია და საკუთარი მოსაზრების უკეთ ასახსნელად იუმორისტმა გასულ წელს აშშ-ში მომხდარი ისტორია გაიხსენა.

„შეხედეთ ამერიკას, ყველაზე ტოლერანტულ ქვეყანას მსოფლიოში, მათ გეების ქორწინების უფლებაც დააკანონეს. ჩვენზე კი რუსებზე ამბობენ, რომ არ ვართ ტოლერანტული ერი, რადგან გეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ გვაქვს.

ახლა მომისმინეთ, სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკაში, 29 წლის ქალი, ნამდვილი ლამაზმანი 20 წლით ციხეში ჩასვეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან 17 წლის მოზარდი, ო ღმერთო ჩემო, რაღა მოზარდი, 17 წლის ვაჟკაცი, ლამაზმა ქალმა გააუპატიურასაც ვერ იტყვი, უფრო სწორი იქნება ვთქვა რომ გააბედნიერა, ციხეში ჩასვეს 20 წლით. ეს მოხდა ყველაზე ტოლერანტულ ქვეყანაში.

რატომ? რისთვის დააპატიმრეს? არ მესმის.

ვიცი ახლა მეტყვით, შენც ხომ გყავს ვაჟი? 17 ასაკში მას რომ ვიღაც ლამაზმანმა თავბრუ დაახვიოს, რას იზამ?

რას ვიზამ? რას ვიზამ და საუკეთესო ადვოკატებს დავიქირავებ, გამოვიყვან ციხიდან, იმისათვის რომ ჩემმა შვილმა კიდევ ერთხელ ისიამოვნოს ამ ლამაზმანთან.“ - განაცხადა პაველ ვოლიამ. (იხილეთ ვიდეო)

ცნობისთვის, ფლორიდელ 30 წლის ინგლისური ენის მასწავლებელს, ჯენიფერ ფიხტერს, აშშ-ს სასამართლომ არასრულწლოვან მოსწავლეებთან სექსის გამო 22 წელი პატიმრობა მიუსაჯა… გავრცელებული ინფორმაციით, ფიხტერს 17 წლის ასაკის 3 მოსწავლესთან ჰქონდა სექსი… გამოძიების ცნობით, ის მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ მათსავე სახლში, მშობლების არყოფნის დროს ხვდებოდა, რის შედეგადაც დაორსულდა… მან ბავშვი აბორტის შედეგად მოიცილა და ამჟამად გაურკვეველია, იმ 3 მოსწავლიდან რომელი იყო ბავშვის მამა. ჯენიფერ ფიხტერმა აღიარა და მოინანია დანაშაული… მან საჯელის შემსუბუქება ითხოვა, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ეს თხოვნა… წერს ამერიკული მედია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100