ჯენიფერ ლოპესის ტელეფონიდან ლეონარდო დიკაპრიო გააშაყირეს, ნახეთ რა მესიჯი გამოგზავნა ლეომ
ჯეიმს კორდენის ღამის შოუს რუბრიკაში „კარაოკე“ სტუმრად იმყოფებოდა მომღერალი ჯენიფერ ლოპესი, რომელმაც საკუთარი ჰიტები დიდი ენთუზიაზმით შეასრულა აღნიშნული რუბრიკისთვის სპეციალურად გამოყოფილ რენჯ-როვერში.
ჩაწერის ბოლოს გადაცემის წმაყვანი დაინეტერესდა რომელი ცნობილი ადამიანების ნომრები ჰქონდა ჯეილოს მობილურში.
-ვმეგობრობ დემი ლოვატოსთან, კრის ბრაუნთან, ბრედლი კუპერთან, კრისტიანო რონალდოსთან, დუეინ როკ ჯონსონთან - უთხრა ჯენიფერმა, რომელიც საკუთარ „ფოუნბუქს სქროლავდა“ და ცნობილი ადამიანების სახელებს კითხულობდა.
-ო ღმერთო ჩემო, დუეინ როკი, ეს საუკეთესო ტელეფონია რაც კი ოდესმე მინახავს - აღფრთოვანდა ჯეიმს კუპერი ჯეილოს „კონტაქტ ლისტით“ და აიფონი გამოართვა. –„ფერჯის ნომერიც გაქვს. ეგიც. შეიძლება ერთ ადამიანს მივწერო მესიჯი?“
-ვის? - ჰკითხა ჯეილომ
-ვინმეს
-ოუ
-შეიძლება მივწერო ლეონარდო დიკაპრიოს?
-კარგი, უთხარი ჰაი
-ჰეი ლეო
-ნუ მისწერ ჰეის, მე ამას არასოდეს მივწერდი, მისწერე ჰეი ბეიბი -ურჩია ჯეილომ.
-„ჰეი ბეიბი! მგონი ცოტა გართობა მინდა, რელაქსაცია მჭირდება. გაქვს რაიმე შემოთავაზება? გამაგებინე პასუხი. ჯეი ლო უბნიდან (ფრაზა ჯენიფერის ცნობილი სიმღერიდან jenny from the block)" - მობილურის პატრონის პროტესტს ყურადღება არ მიაქცია ტელეწამყვანმა და მესიჯის ველში ეს ტექსტი აკრიფა.
როგორც აღმოჩნდა ტელეწამყვანი არ ხუმრობდა, მან ეს ტექსტი ლეონარდო დიკაპრიოს მართლაც გაუგზავნა და პასუხმაც არ დააყოვნა.
„დღესვე გინდა ბუბუ? კლუბზე რას იტყვი?“ - ეს მესიჯი ჯეილომ ლეონარდოსგან მიიღო და სიცილით წაიკითხა კამერის წინ.
-ო ღმერთო ჩემო, ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მას გონია მართლა მე მივწერე. მე ხომ ასეთ რამეს არ მივწერდი და თანაც ბოლოში არ მივაწერდი ჯეი ლო უბნიდან?- თქვა ჯენიფერმა დიკაპრიოს მესიჯის წაკითხვის შემდეგ.
-დღეს საღამოს დიკაპრიოსთან ერთად კლუბში მიდიხარ
-არა, არა, ბავშვებთან ერთად ვაპირებ დარჩენას სახლში
კომენტარი