სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი ქვეყნის აგენტია სალომე ზურაბიშვილი?

რატომ აკრიტიკებდნენ, აგინებდნენ და ლანძღავდნენ სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის ლიდერები?
შალვა ნათელაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა თავისი ნათესავებითა და ნათელ-მირონებით, შვილის დაქალებითა და ძმაკაცებით გაავსო უცხოეთში ჩვენი საელჩოები. ვერ გავიგე, ეგეც ლევილის მამულია და ზურაბიშვილები წილში არიან თუ რა უბედურებაა?
სოსო ცინცაძე: სალომე ზურაბიშვილი 53 წლის ასაკში ვერ გასცდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე მდივნის პოსტს. ვინც დიპლომატიაში ოდნავ მაინც ჩახედულია ყველა მიხვდება რომ ამის მერე მის კარიერისტულ-დიპლომატიურ წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
გიორგი გუგავა: ყველა კონკურსი, რომელიც ზურაბიშვილის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, იყო ფიქციური. სალომე ზურაბიშვილის ნათესავი და ოჯახის ახლობელი თუ არ იყავი, ვერანაირ კონკურსში ვერ გაიმარჯვებდი.
შალვა ნათელაშვილი: იმასაც ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროს კონკურსების არაოფიციალური თავმჯდომარე და სამინისტროში ყველაფრის განმკარგავი მინისტრის მეუღლე, ჯანრი კაშია იყოო. დავიჯერო? არადა ჩემთან მოდის ხალხი და ფაქტებით მელაპარაკება – სამინისტროს ყველა წამყვანი დეპარტამენტი, ყველა საელჩო-საკონსულო ზურაბიშვილ-კაშიას ნათესავ-მეგობრებით კომპლექტდებოდაო.
ნოდარ ნათაძე: შემიძლია უამრავი ფაქტის გახსენება როცა ჯანრი კაშია ევროპიდან ჯერ ეროვნულ მოძრაობას და მერე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ებრძოდა. სალომე ზურაბიშვილი მაშინ მისი თანამოაზრე იყო და მასაც დიდი წვლილი მიუძღვის საფრანგეთში ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობაში.
დავით სოკოლოვი: როცა 9 აპრილს მიტინგზე უნდა გამოვსულიყავი მიკროფონი უხეშად გამომგლიჯა ხელიდან სალომე ზურაბიშვილმა. ალბათ შეეშინდა. ეს ზვიად გამსახურდიას მომხრე და ერთგული კაცია და ზვიადი არ ახსენოსო. სალომე თავის დროზე გულმოდგინედ ებრძოდა ზვიად გამსახურდიას და მის ხელისუფლებას.
ნოდარ ნათაძე: სალომე ზურაბიშვილმა შეძლო საფრანგეთში ქართული ემიგრაცია შუაზე გაეხლიჩა და ერთი ნაწილი ეროვნული მოძრაობისთვის დაეპირისპირებინა, ამის გამო საკუთარი ძმა – ოთარ ზურაბიშვილი და ქართული ემიგრაციის არაერთი წარმომადგენელი დაუპირისპირდა.
ჯონდი ბარათურია: საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანგულ ცხოვრებაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და კარგი იქნებოდა თუ პასუხს გასცემს მათ. პირველ რიგში თქვას საკუთარი ინიციატივით ებრძოდა თუ ვინმეს დავალებით, ეროვნულ მოძრაობას, მერე ეროვნულ ხელისუფლებას.
ფიქრია ჩიხრაზე: საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიოშვილმა საოჯახო უწყებად გადააქცია. ამბობენ თუ მისი რომელიმე ნათესავის ან მეგობრის ნახვა გინდა, სამინისტროში უნდა მიხვიდეო – ყველა იქ მუშაობსო.
დავით გამყრელიძე: სალომე ზურაბიშვილი იყო არაპროფესიონალი მინისტრი, ყველა კონკურსი რაც ჩატარდა სამინისტროში, გასაუქმებელია. ცხადია არაპროფესიონალები არიან ის კადრებიც რომლებიც მან მიიყვანა სამინისტროში და საელჩოებში, მათი დიდი ნაწილი მაინც.
ნოდარ ნათაძე: სალომე ზურაბიშვილი აქ ქართული საქმის საკეთებლად არ არის ჩამოსული, ამაში მალე დარწმუნდებით. მას საკუთარი მეუღლე – ჯანრი კაშია აკონტროლებს, რომელიც კაცმა არ იცის ვისი დავალებით მოქმედებს.
შალვა ნათელაშვილი: მე კი არ მითქვამს კააცო. პრესა წერს და ევროპულიც მათ შორის – სალომე ზურაბიშვილი ირანის აგენტიაო.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100