აშშ-ში სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
აშშ-ში, ტეხასის შტატში, ოსტინში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა. ორი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა უკვე ამოიღეს მიმდებარე დაწესებულებებიდან. ამასთან, სწავლობენ სამართალდამცველთა სამხრე კამერების ჩანაწერებსაც. ოფიციალური ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, თუმცა, არა - დაკავებული.
შემთხვევის ადგილზე მუშაობს FBI-ს ანტიტერორისტული სპეციალური ჯგუფიც. სროლის მოტივი უცნობია.
კომენტარი