სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრენინგში მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

დღეს, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუზეუმების თანამშრომლებისთვის ვორქშოფებისა და ტრენინგების მეორე ეტაპი დასრულდა.
აჭარაში მოქმედი ყველა მუზეუმი რეაბილიტირებულია.

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია მუზეუმებში მარკეტინგისა და თანხების მოძიების კუთხით მუშაობა, რათა მუზეუმებმა უფრო მეტი დამთვალიერებელი მოიზიდოს. სწორედ ამ მიზნით სამინისტროს დაფინანსებით და ხელშეწყობით მუზეუმების თანამშრომლებს პროფესიული ტრენინგები ორ ეტაპად საქართველოს მუზეუმების ასოციაციის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.

სპეციალისტების განმარტებით მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს მუზეუმები გახდეს კიდევ უფრო საინტერესო, როგორც ადგილობრივი დამთვალიერებლისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ მადლობა გადაუხადა ტრენინგში მონაწილეებს - „ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგები, რომელიც ტრენინგების შედეგად თქვენ საქმიანობაში აისახება. განახლდება მუზეუმების სამოქმედო გეგმა, სტრატეგია და შეიქმნება ერთიანი კონცეფცია, რაც დადებითად აისახება მუზეუმების განვითარებაზე“. ნათია სირაბიძემ ტრენინგში მონაწილე მუზეუმების თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100