ნიკა რურუა: "გედევანიშვილი თანახმაა ოლიმპიადაზე არ წავიდეს"
სოჭის ოლიპიადაზე უარის თქმით, საქართველოს ეძლევა საშუალება, რომ მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პრობლემას , - ამის შესახებ კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია მთავრობის არგუმენტები, თუ რატომ უნდა მიიღოს საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე.
"რუსეთმა საგანგებოდ შეარჩია მეჩირაღდნედ ის ადამიანი, რომელიც აგვისტოს ომთან არის
დაკავშირებული. ჩვენ
ამ ღია და თავხედურ გამოწვევას პროტესტით უნდა
ვუპასუხოთ. იქ წასვლით ხაზს გავუსვამთ იმას, რომ რუსეთი თავის ქმედებაში არ იყო მტყუანი, ეს საშიში რამაა".
ნიკა რურუა
ასევე
აცხადებს რომ ელენე გედევანიშვილს უმძიმს ოლიმპიადაზე გამოსვლა და ელოდება სახელმწიფოს გადაწყვეტილებას.
"ელენე გედევანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი
ყველაზე ძლიერი სპორტსმენია თანახმაა უარი თქვას
სოჭის ოლიმპიადაზე, ის ელოდება მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას".
მისივე განცხადებით, ბოიკოტი, რომელსაც საქართველო სოჭის
ოლიმპიადას გამოუცხადებს მსოფლიოს თვალში სწორად იქნება აღქმული.
"ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი უფლება არ წავიდეთ ოლიმპიადაზე", - აღნიშნა ნიკა რურუამ.
რაც შეეხება სანქციებს, კულტურის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სანქციები არ იქნება მძიმე, რადგან საქართველო მართალია.
"საქართველო არის
ოკუპირებული ქვეყანა, ამაზე კარგი
საშუალება, რომ მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას, საქართველოს აღარ ექნება. მთავრობა დღეს
ელოდება ერთი
კაცის ივანიშვილის სიგნალს, ის კი გადაწყვეტილების მიღებაზე ყოყმანობს", - განაცხადა ნიკოლოზ რურუამ.
კომენტარი