ახალი ირლანდიის ნაპირებთან 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
კუნძულ ახალი ირლანდიის ნაპირებთან 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იუწყება.
მიწისძვრის ეპიცენტრი 34,5 კილომეტრის სიღრმეში, კუნძულ ახალი ირლანდიის სანაპიროდან 73 კილომეტრში მოხდა. ამასთან, წუხელ მიწისძვრა მოხდა იაპონიაშიც. 6,3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ფუკიშიმადან 94 კილომეტრში დაფიქსირდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომენტარი