საქართველოს ქალაქებში, მოქალაქეთა ხარჯები გაიზარდა 19 პროცენტით და 951 მილიონი ლარი შეადგინა - გიორგი კაპანაძე
"საქართველოს ქალაქებში, მოქალაქეთა ხარჯები გაიზარდა 19 პროცენტით და 951 მილიონი ლარი შეადგინა". - ამის შესახებ "მთავარ არხთან" ენმ-ს ერთი-ერთი ლიდერი გიორგი კაპანაძე საუბრობს.
კაპანაძის თქმით, ე.ი. რუსული ოცნების მავნებლური და კორუფციული პოლიტიკის გამო, 2022 წელს, საქართველოს მოქალაქეებს, ჯამში ცხოვრება გაუძვირდათ მილიარდ 500 მილიონით.
"საქართველოს ქალაქებში, მოქალაქეთა ხარჯები გაიზარდა 19 პროცენტით და 951 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველოს სოფლებში, მოქალაქეთა ხარჯები გაიზარდა 22 პროცენტით და ჯამში, 600 მილიონზე მეტი შეადგინა.
ე.ი. რუსული ოცნების მავნებლური და კორუფციული პოლიტიკის გამო, 2022 წელს, საქართველოს მოქალაქეებს, ჯამში ცხოვრება გაუძვირდათ მილიარდ 500 მილიონით.
აქედან გამოსავალი არის კორუფციასა და მავნებლურ პოლიტიკაზე უარის თქმა, რაც შეუძლებელია რუსული ოცნების გაშვებისა და პოზიტიური ცვლილებების გარეშე” - ამბობს გიორგი კაპანაძე.
კომენტარი