ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალი დაუმძიმდა და მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება
New York Times- ის ცნობით, მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე 3 პოლიციელს, თომას ლეინს, ალექსანდრე ქუანგის და ტუ ტაოს ბრალი წარედგინა, პირველს კი, რომელმაც მას ყელზე მუხლი დააჭირა, ბრალი დაუმძიმდა.
კერძოდ, დერეკ ჩაუვინს, ვინც ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა, მესამე ხარისხის ნაცვლად მეორე ხარისხის მკვლელობას ედავებიან და მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დანარჩენ სამ ოფიცერს კი ბრალი ედებათ მკვლელობის დახმარებასა და წაქეზებაში.
კომენტარი