სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიდერლანდების სამეფოს შემდეგ „ხაშმის საფერავის“ დაგემოვნება უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შეუძლიათ

24 მაისს, ფილადელფიაში საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც სპეციალური სტუმარი კომპანია “Georgian Unique Wine/ ქართული უნიკალური ღვინოს“ "ხაშმის საფერავი" იქნება.

საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიაზე ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ახალგაზრდა დიპლომატის - მიშო გაბაიძის ფერწერული ნამუშევრებისა და კომპანია „მარიგოლდის“ გათანამედროვებული ქართული ეროვნული სამოსის კოლექციის გამოფენა გაიმართება.

ღონისძიებაზე შესრულდება საქართველოსა და ამერიკის ჰიმნი, რის შემდეგაც აღიმართება ქართული დროშა, რომელიც ქართული დიასპორის საპატივცემულოდ ერთი კვირის განმავლობაში დარჩება მერიის წინ.

პროექტი ქალაქ ფილადელფიის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას ორგანიზებას, არასამთარობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" უწევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100