სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით სონღულაშვილი - მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას

8 ოქტომბერს, 9 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, სოფელ ძირკოკში №25 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურაში მიიღო მონაწილეობა. ის უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

9 საათის მონაცემებით, 25-ე უბანზე 110 ამომრჩეველი მივიდა. დავით სონღულაშვილმა ხმის მიცემის შემდგომ, კომენტარიც გააკეთა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„დღეს მე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და მოვუწოდებ ყველას, თითოეულ გურჯაანელს, მოვიდნენ არჩევნებზე. დღეს, მნიშვნელოვანი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ეს არჩევნები სრულიად ახალი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისია. მე ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას, სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100