სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შევეცდებით, რომ წინასაარჩევნოდ ინციდენტები აღარ განმეორდეს - პრემიერი

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლა აღარ ხორციელდება და ის 2012 წლის არჩევნებისგან განსხვავდება. ახმეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა წინასაარჩევნოდ ინციდენტები აღარ განმეორდეს. "2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ და 2012 წლის შემოდგომაზე საქართველოში, ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში ძირეული გადრატეხა მოხდა. გახსოვთ წინასაარჩევნო კამპანია 2012 განმავლობაში, თუ რა ხდებოდა - ზეწოლა, ქვების სროლა, ჩაქოლვები, დღეს ამის მსგავსი არაფერი არ ხდება, მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რასაც შევეცდებით, რომ აღარ განმეორდეს",- აცხადებს კვირიკაშვილი. (რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100