სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ინფიცირება", ანუ როგორ "იწვრთნებიან" მასები ფართომაშტაბიანი კატასტროფების ამსახველი ფილმებით

ჰოლივუდში გადაღებული ფილმების უმეტესობა, კომერციული მოგების მიღებასა და ფართო მასების გართობაზეა ორიენტირებული, თუმცა ბევრ მათგანში შენიღბული მინიშნებებია დაფარული. ბოლო ხანებში, კინოინდუსტრიაში ერთი საინტერესო ტენდენცია შეიმჩნევა - გახშირდა ფართომაშტაბიანი კატასტროფების ამსახველი ფილმების პროდუსირება, ამავდროულად, ყველა ფილმი ერთმანეთს ჰგავს. სიუჟეტის მიხედვით კაცობრიობას სამყაროს აღსასრული და მასებს შორის სრული ქაოსის გამეფება ელის.

ამ სტატიაში, განვიხილავთ ცნობილი რეჟისორის, სტივენ სოდერბერგის ფილმ "ინფიცირებას", რომელიც მაყურებელს "ასწავლის", თუ ვის უნდა ენდოს თითოეული ჩვენგანი მასობრივი არეულობისა და ქაოსის დროს და ვის არა.

ადამიანთა უმეტესობა ფილმებს გართობის მიზნით უყურებს. თუმცა, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. ფილმ "ინფიცირებას" არაფერი აქვს საერთო გართობის ინდუსტრიასთან. ფაქტია, რომ განსხვავება ამ ფილმსა და მთავრობის მიერ სპონსირებულ სასწავლო დაწესებულებებისთვის გამიზნულ, საგანმანათლებლო ფილმებს შორის ისაა, რომ "ინფიცირებაში" თქვენ თანხის გადახდას... ვითომცდა მეტ დეიმონის საყურებლად გაიძულებენ.

ცივი ომის პერიოდში აშშ-ში, სტუდენტებს ხშირად უჩვენებდნენ ფილმს "თავდაცვა და თავშესაფარი" (სიტყვასიტყვით "თავი დახარე და ჩაიმალე"), რომელიც ატომური თავდასხმის შემთხვევაში ქცევის ინსტრუქციას იძლეოდა. ფილმი "ინფიცირება" კი მაყურებელთა მასებს ქვეცნობიერად ამზადებს ფართობაშტაბიანი ვაქცინაციისთვის.

მაღალბიუჯეტიან ფილმში ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას, რომელთა შორისაა მეტ დეიმონი, ლოურენს ფიშბორნი, ჯუდ ლოუ და გვინეტ პელტროუ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კინოსურათის სარეკლამო რგოლიც კი კონკრეტული ქვეყნებისა თუ საერთაშორისო სტრუქტურების ინტერესებს ატარებს, შთააგონებს რა საზოგადოებას ქცევის გარკვეულ წესებს.

ფილმში განვითარებული სიუჟეტი ძალიან ჰგავს 2009 წლის შემდეგ, ქათმის გრიპის H1N1-ის გავრცელების შემდეგ მთელ მსოფლიოში ატეხილ განგაშს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, ვირუსის თავიდან აცილება მხოლოდ ვაქცინაციის გავლის გზით იყო შესაძლებელი. თუმცა, თანდათანობით ქათმის გრიპის გარშემო ატეხილი პანიკა ჩაცხრა და მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ჩათვალა, რომ გრიპის გავრცელების საშიშროება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ იყო გაზვიადებული.

შექმნილი კრიზისული სიტუაციის ფონზე, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (WHO), ფარმაცევტულ კომპანია "Big Pharma"-თან ერთად საიდუმლო გარიგებაში ამხილეს. შეგახსენებთ, რომ ქათმის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სწორედ ეს ფარმაცევტული გიგანტი აწარმოებდა. კრიტიკას გვერდი, ვერც ამერიკის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა (CDC) აუარა. CBS News-ის ცნობით, სააგენტო საზოგადოებას, ვირუსით დაინფიცირებულთა არასწორ მონაცემებს აწვდიდა. შედეგად, საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად, ეს ორი უწყება თავისი ავტორიტეტის აღდგენისათვის სწორი პიარ-სვლის განხორციელებას საჭიროებდა, რათა მომავალში, კვლავაც გაეგრძელებინა საზოგადოების დაშინება.

ფილმი "ინფიცირება" ამერიკის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და სხვა სამთავრობო დონის ორგანიზაციათა აქტიური ხელშეწყობით გადაიღეს. ფილმის დანიშნულება ნათელია: შეიქმნას ფართომაშტაბიანი კატასტროფის ამსახველი ფილმი, რომელიც ვაქცინაციის აუცილებლობას გაამართლებს და მოახდენს იმ ინსტიტუტებისა, თუ პირების დისკრედიტაციას, რომლებიც ზემოთაღნიშნული სტრუქტურების კრიტიკას არ ერიდებიან.

მსგავსი ხასიათის ფილმები მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს მაყურებელს. თითოეული ჩვენგანი ცდილობს იმის წარმოიდგენას, "რა მოხდება იმ შემთხვევაში, ფილმში ასახული მოვლენები რეალობად რომ იქცეს"? ბოლო დროს გადაღებული ფილმები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ. ფილმები, რომლებიც ფუტურისტულ მომავალს ფანტასტიურ ჟანრში ასახავენ და ფილმები, რომლებიც მომავლის წინაშე შიშს აღგვიძრავენ. მათ ლეიტმოტივად გასდევთ აზრი „ხომ შეიძლება მსგავს მოვლენათა ეპიცენტრში მეც აღმოვჩნდე“. სწორედ ასეთ ფილმში ასახულ კადრებს მასობრივ ცნობიერებაზე ფსიქიკური ზემოქმედების მიზნით იყენებენ, აღძრავენ რა მაყურებლებში შფოთისა და საფრთხის შეგრძნებებს. დამკვეთის მთავარი ამოცანაა - რაც შეიძლება ძლიერი დარტყმა მიაყენოს ქვეცნობიერს, შემდეგ კი მაყურებელს არსებული პრობლემის მოგვარების ერთადერთი, მისთვის სასურველი გზა შესთავაზოს. თუ კარგად დავაკვირდებით არეულობების ამსახველი კადრების დროს, კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, სტრუქტურები თუ გაერთიანებები ყველაზე სანდო სოციალურ ინსტიტუტებად გვევლინებიან, მაშინ როცა მათგან განსხვავებულად მოაზროვნე მხარე, მოღალატის სახით წარმოჩინდება. კინოფირზე ასახული დრამის მეშვეობით, ხდება მასების ინტელექტუალური პროგრამირება, რომლის დროსაც ადამიანებს კარნახობენ ქცევის წესებს მასობრივი არეულობების დროს.

დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ ვითარდება ფილმის სიუჟეტი. კატასტროფის წინააღმდეგ მებრძოლი გმირები მოქმედების ნებართვას ისეთი საერთაშორისო სტრუქტურებიდან იღებენ, როგორიცაა საგანგებო სიტუაციათა მართვის ფედერალური სააგენტო, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, წითელი ჯვარი, დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრი. ფართომაშტაბიან სამაშველო ოპერაციაში ჩართვის შესაძლებლობა მათ მხოლოდ ამ სტრუქტურებიდან ნებართვის მიღების შემთხვევაში აქვთ. მაშ, რას წინასწარმეტყველებს "ინფექცია" ვირუსის მასიური გავრცელების შემთხვევაში? საგანგებო სამხედრო მდგომარეობასა და მასობრივ ვაქცინაციას. მოდით ყველაფერი უფრო დეტალურად განვიხილოთ.

ფილმის სიუჟეტი ჩვეულებრივი ოჯახების ყოველდღიური ყოფის გარშემო ვითარდება. მოულოდნელად კინოსურათის გმირებს უცნობი დაავადება დაატყდებათ თავს. ვირუსით დაინფიცირებულ რამოდენიმე ინდივიდს, კი უკვე ათასობით ადამიანის დასნებოდნება შეუძლია. სასიკვდილო ვირუსი შესაძლოა რამოდენიმე დღეში მთელი პლანეტის მაშტაბით გავრცელდეს. რეალობასთან დაახლოებული სცენარი კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას ჰმატებს ფილმს და მუდმივ შიშში ამყოფებს აუდიტორიას. ფილმის მსვლელობისას კამერა ხშირად ფოკუსირდება ყოველდღიური მოხმარების ისეთ საგნებზე, რომელთან მიკრობების გადატანა შეუძლიათ, მათ შორის ჭიქაზე. მაყურებელს ქვეცნობიერად სიფრთხილის შეგრძნება უჩნდება, ის ფიქრობს: "მეც ხომ მიხდება ამ საგნებთან ყოველდღიური შეხება! შესაძლოა ამ ადამიანთა შორის მეც აღმოვჩნდე"!

ვირუსით დაავადებულთა უმრავლესობა დიდხანს ვერ ცოცხლობს. ფილმში ასახული სცენები მაქსიმალურადაა გათვლილი მაყურებელზე ემოციური ზემოქმედების მოსახდენად. "ინფიცირების" ერთ-ერთი მთავარი გმირი მიტჩ ემჰოფი (მის როლს მეტ დეიმონი ასრულებს) ვირუსით დაინფიცირებულ ვაჟიშვილსა და ცოლს კარგავს. მაყურებელი ეკრანზე ასახულ ტრაგედიას უმზერს და ფიქრობს: "ეს ხომ ყველაზე უარესია, რაც კი შეიძლება დამემართოს".

აღნიშნული ფილმი ფართო ეკრანებზე ვირუს H1N1, გამოვლენიდან ორ წელიწადში გამოვიდა. ფართო მასებში ჯერ კიდევ არ ჩამცხრალიყო შიში გრიპის პანდემიასთან დაკავშირებით. "ინფიცირებამ" ფაქტიურად "შიშის ვირუსით" დაასნებოვნა ხალხი. სიკვდილის სცენების ამსახველი კადრების შემდეგ შეშინებულ მაყურებელს პანიკა ეუფლება: "ღმერთო, ამ ადამიანმა ვირუსის გამო ცოლი და შვილი დაკარგა! საშინელებაა! რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ!" ქვეცნობიერად მაყურებელი უკვე ფილმში მონაწილე გმირად გრძნობს თავს.

მოკლედ, რომ ვთქვათ, ფილმის მთავარი თეზისია: "თუკი კრიზისი დადგება და მთავრობა არაქმედითუნარიანი გახდება, დემოკრატია დროებით გვერდზე გადაიწევს და ძალაუფლებას ხელში არასამთავრობო ორგანიზაციები აიღებენ. ფილმში ხშირად ფიგურირებენ ისეთი არასამთავრობო გაერთიანებები

ამრიგად, შექმნილი კრიზის ფონზე, დემოკრატიულად არჩეული ამერიკული მთავრობა სადღაც უჩინარდება და სიტუაციის კონტროლს მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციები ახერხებენ (CDC, WHO, FEMA, აშშ-ს ჯარი). ეს გაერთიანებები საზოგადოებრივი ცხოვრების თითოეული ასპექტის წარმართვაში იღებენ მონაწილეობას. ეს მონაწილეობა კი სამხედრო მდგომარეობის შეყვანითა და სამოქალაქო ბანაკების შექმნით შემოიფარგლება.

საბოლოო გადაწყვეტილება

მრავალთვიანი ქაოსისა და მილიონობით ადამიანის სიკვდილის შემდეგ, ისახება ხსნის გზა: ესაა კაცობრიობის მასიური ვაქცინაცია.

ის ვინც ვაქცინაციას გაივლის სპეციალური სპეციალური ბრასლეტით აღიჭურვება, მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლის შესაძლებლება ეძლევა, მაგალითად, სავაჭრო ცენტრში.

დასკვნა

რომ არა რამოდენიმე "პატარა" ნიუანსი შესაძლოა ეს ფილმი კინოსურათადაც კი აღგვექვა. ამ ფილმში ასახულია კონკრეტული პრობლემები, რომელთაც მსოფლიო წარსულში მართლაც შეეჭიდა. ფაქტიურად, ფილმი პრობლემიდან დაღწევის შემდეგნაირ სცენარს გვთავაზობს: კრიზისის დროს კონკრეტული ორგანიზაციები მართვის სადავეებს საკუთარ ხელში იღებენ, უშვებენ მთავრობას, აცხადებენ საგანგებო სამხედრო მდგომარეობას, ხსნიან სამოქალაქო ბანაკებს, იწყებენ მასიური ვაქცინაციის კამპანიას და ახშობენ სიტყვის თავისუფლებას. დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა აღარავის ახსოვს. რას ვიღებთ საბოლოოდ? შტრიხ-კოდ მინიჭებულ კონტროლირებად საზოგადოებას.

აქვთ, თუ არა მსგავს ფილმებს შეთავსებული გართობის ფუნქცია? თუ ისინი მასობრივი ცნობიერების შეცვლაზე მუშაობენ? ხომ არ ხდება საზოგადოების გამოწვრთნა? ქცევის წესების კარნახი კატასტროფის რეალურად დაფიქსირების შემთხვევაში? ნუთუ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნქცია ხალხის გართობაა? საინტერესო ფაქტი: ფილმი იმ დროს გამოვიდა ეკრანებზე, როდესაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია გრიპის ახალი შტამის H5N1-ის გავრცელების დროს პანიკის წარმოქმნაში დაადანაშაულეს. ამავე პერიოდში, ორგანიზაცია თანხმდება კვლევის გამოქვეყნებას, რომელშიც გრიპის მუტაციის შესაძლებლობებზეა საუბარი. ახლო მომავალში, ხომ არ უნდა ველოდოთ საგანგებო სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას? ან იმაში მაინც გაგვარკვიეთ "თაღლითობისა და უსაფრთხოების დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებისთვის ხომ არ მოვემზადოთ"?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100