კახა ლომაია: მე ვრჩები მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრად
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელები თანამდებობაზე მუშაობას ახალი მთავრობის პირობებშიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. გაეროში საქართველოს ელჩის კახა ლომაიას განცხადებით, ელჩების დანიშვნა და გათავისუფლება პრეზიდენტის პრეროგატივაა, ის კი მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრად რჩება.
„მეორე საკითხია, პოლიტიკური ვითარება და რეალობა. ასე, რომ ეს გადაწყვეტილება თითოეულმა ელჩმა პირადად უნდა მიიღოს. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,მე ვარ პრეზიდენტ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრი“, - განუცხადა GlobalNews-ს კახა ლომაიამ.
საქართველოს დიმპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით პარლამენტს წარუდგენს.
მაია ფანჯიკიძემ GlobalNews-თან საუბარში განაცხადა, რომ ის ყველა ელჩის გათავისუფლების მომხრე არ არის.
„ტოტალური დათხოვნები არ იქნება, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრად დამტკიცებამდე მაია ფანჯიკიძე აცხადებდა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოდგენილი ქართველი დიპლომატები სამსახურს არ დაკარგავენ, თუკი ისინი კორექტულად იქცეოდნენ და რაიმე სახის დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.
კომენტარი