ობამას საყვარელი პრეზიდენტთან სექსზე ალაპარაკდა
რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების მოქალაქემ, ჟენევიევ კუკმა ჩანაწერები გამოაქვეყნა. დღიურებში ქალბატონი ბარაკ ობამასთან არსებული ინტიმური ურთიერთობის შესახებ საუბრობს.
ჟენევიევი და ბარაკი ერთმანეთს 1983 წელს, საახალწლო წვეულებაზე შეხვდნენ. ობამამ ქალბატონს გაუმხილა, რომ მოსწონდა და მათ ხანგრძლივ ურთიერთობასაც ჩაეყარა საფუძველი.
თავდაპირველად ისინი ერთმანეთს სამშაბათობით ხვდებოდნენ, შემდეგ კი ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.
კუკი პოლიტიკოსს მეტად თბილ და მზრუნველ მამაკაცად აღწერს და მწუხარებით აღნიშანვს იმას, რომ მათი ურთიერთობა შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ თავად პრეზიდენტი აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფს. როგორც ცნობილია, მიშელ ობამასთან შეხვედრამდე, ბარაკ ობამა დონ ჟუანობითაც გამოირჩეოდა.
კომენტარი