"ლელომ" არჩევნების პროცესში დარღვევის ახალი ფაქტები გამოავლინა
“ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და საკუთარ ოლქში დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, კრწანისის მე-5 ოლქში კლასიკური ე.წ კარუსელი დაფიქსირდა. აღნიშნულ ფაქტზე პარტიის დამკვირვებლის რეაგირებამ კი მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია.
„კრწანისის მე-5 ოლქში, რამდენიმე ადამიანმა სცადა მარკირების მოშორება და საარჩევნო უბანზე მეორედ შევიდა და მისცა ხმა. ჩვენმა დამკვირვებელმა რეაგირება მოახდინა, რამაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები გააღიზიანა. აღნიშნულ დარღვევაზე რამდენიმე ვიდეოც გვაქვს ფაქტის სახით, ეს არის უხეში დარღვევა რასაც რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. ეს არის თბილისში უკვე მე-4 კარუსელი, რომელიც ადასტურებს იმას,რომ დარღვევას აქვს სისტემური ხასიათს.
ასევე მთაწმინდის 15-ე უბანზე დაფიქსირდა ფულის გადაცემის ფაქტი, აგიტატორები საკუთარი სიებით ცდილობენ მობილიზება გაუკეთონ პარტაქტივებს და ღიად გადასცენ თანხა.
ამ ნეგატიურმა და ძალადობრივმა ფონმა მიიღო სისტემური ხასიათი.გვინდა გამოვეხმაუროთ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირების სხვადახვა უბნებზე ყოფნას, რომლებიც ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ამომრჩეველზე,“-განაცხადა ბუაძემ.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის თაზო დათუნაშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა უბანზე იდენტური დარღვევები ვლინდება. მისი თქმით, რამდენიმე შემთხვევა საკმაოდ რთულია.
„ბევრი უბნიდან შემოგვდის იდენტური ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით. კორონავირუსის გამო როდესაც უბანი იკეტება და დეზინფექცია ტარდება, ამ დროს ხდება ყუთში ბიულეტინების ჩაყრა.
კონკრეტულ შემთხვევას შევეხები, ქუთაისის 55-ე უბანზე გადასატანი ყუთის მოვიდა ისე, რომ ლუქი ჰქონდა დაზიანებული, რაც ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ბიულეტინები იყო ჩაყრილი. ამ უბანზე დადებული შედეგი კი იქნება არასწორი.
ასევე სამტრედიაში მოხდა საკმაოდ მძიმე დარღვევა, სამტრედიის სოფელ ტოლევში 35-ე უბანზე საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ილია მჟავია პირადად შევიდა უბანზე და გამოაძევეს დამკვირვებლები. ეს ადამიანი მარტო იმყოფებოდა კომისიის წევრებთან ერთად იმყოფებოდა უბნის ტერიტორიაზე. გაყალბების წინააღმდეგ უნდა დავდგეთ ერთად და ყველამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რომ არ დაიკარგოს ჩვენი ხმა,“-აღნიშნა დათუნაშვილმა.
კომენტარი