ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა
პორტალის მეშვეობით კომპანიები თავად გეგმავენ და მართავენ
სმს კამპანიებს
საერთაშორისო ჯგუფ
„ვიონის“ წევრი ბილაინი კომპანიებს ახალ უნიკალურ
შესაძლებლობას აძლევს, ახლად დანერგილი სმს
პორტალის მეშვეობით, რომელიც Big Data-ს ამუშავებს, მაქსიმალური სიზუსტით გამოავლინონ
მათთვის საინტერესო სამიზნე სეგმენტი და სმს-ით მიაწოდონ მათზე მორგებული ინფორმაცია.
პორტალი სრულად შეიქმნა ბილაინის გუნდის
მიერ და პროდუქტის მუშაობის პრინციპი
ინფორმაციის ზუსტად
დამუშავებასა და შემდგომ მის მიზნობრივად გამოყენებაში მდგომარეობს.
პორტალის მეშვეობით კომპანიას თავად შეუძლია, მისთვის სასურველი სახელით
გაგზავნოს ჯგუფური შეტყობინებები მომხმარებელთა სასურველ რაოდენობასა და ლოკაციაზე,
შეამოწმოს გაგზავნილი კამპანიის სტატუსი, დაგეგმოს კამპანიები და იხილოს უკვე ჩატარებული
კამპანიების შედეგები. კამპანიის დაგეგმვის მომენტში, კომპანიას შესაძლებლობა აქვს,
გამოიყენოს ფილტრაცია ერთდროულად რამდენიმე მონაცემის მიხედვით: კომპანიის საკუთარი მომხმარებლების ბაზა; საქართველოს ნებისმიერი
რეგიონი (შესაძლებელია რამდენიმე რეგიონის ერთდროულად არჩევა); თბილისის ნებისმიერი უბანი (შესაძლებელია რამდენიმე უბნის ერთდროულად
არჩევა); სმარტფონის ტიპის
მიხედვით ფილტრაცია ბილაინის სრულ ბაზაზე; გასაგზავნი სმს-ის რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ პირადი
მონაცემების დაცვის მიზნით, კომპანია ვერ ახდენს აბონენტების იდენტიფიცირებას და
Big Data-ს მონაცემებიც სრულად დეპერსონიზებულია.
პორტალი იძლევა დაწყებული კამპანიის შეჩერების, საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირებისა და შემდგომ კამპანიის გაგრძელების შესაძლებლობას. პორტალშივე ხდება ინვოისის გენერირება ფილტრაციისა და სმს-ების რაოდენობის მიხედვით, სისტემით სარგებლობა კი ერთდროულად შეუძლია კომპანიის რამდენიმე თანამშრომელს, ისევე როგორც კამპანიების დაგზავნა სხვადასხვა ბრენდის სახელწოდებით.
კომენტარი