სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთში ორი მე-12 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა. "კურიერის" ინფორმაციით, სოფელ ქობულეთიდან, ქობულეთის მიმართულებით მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, საჭეს არასრულწლოვანი მართავდა. მანქანაში სულ ხუთი მოსწავლე იჯდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სამი დაშავებული ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს ამ დროისთვის სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100