30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ყურადღებას ნუ მიაქცევთ მოშურნეებს; გაბედულად იმოქმედეთ სურვილების ასასრულებლად. პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
კურო
სასიამოვნო და სახალისო დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გვერდით. საყვარელი ადამიანი ყველა ჭირვეულობას გაპატიებთ.
ტყუპი
დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. თანამოაზრეებს გაუზიარეთ ახალი იდეები. საღამოს გამონახეთ დრო და შეხვდით მეგობრებს.
კირჩხიბი
დილიდან საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული, მაგრამ ეცადეთ, დროდადრო მაინც გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით.
ლომი
სიურპრიზებით აღსავსე დღე გელით, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს.
ქალწული
თუ მუშაობით დაიღლებით, კოლეგებთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ და თქვენი მოსაზრებები ბუნებაში გაუზიარეთ. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
სასწორი
წარმატება გელით ყოველდღიურ საქმეებში. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა. პირად ცხოვრებაში ჰარმონია და იდილია დაისადგურებს.
მორიელი
მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.
მშვილდოსანი
წარმატება გელით სხვადასხვა სფეროში. გავლენიანი მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.
თხის რქა
დღეს ნებისმიერი წამოწყება წარმატებით განხორციელდება. ზოგიერთს საინტერესო საქმიანობაში ჩართვას შესთავაზებენ. საღამოს დაესწარით კულტურულ ღონისძიებას ან სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
მერწყული
გარშემო კეთილი და პოზიტიური ადამიანები გახვევიათ. თავადაც ასეთი უნდა იყოთ მათ მიმართ. საღამოს საყვარელ ადამიანს პაემანი დაუნიშნეთ.
თევზები
დღეს ყველა სურვილს აისრულებთ და ყველა იდეას განახორციელებთ. თუ არ იზარმაცებთ და გაბედულად იმოქმედებთ. საღამოს კარგია შოპინგი და ნათესავების მონახულება.
კომენტარი